შენიშვნები ინსტალაციის დროს

სისტემური მოთხოვნები:

მალსახმობი ღილაკები

მხოლოდ მალსახმობი ღილაკები (ღილაკების კომბინაციები) რომელიც არ გამოიყენება ოპერაციულ სისტემაში შეიძლება გამოყენებულ იქნას OpenOffice.org-ში. თუ ღილაკების კომბინაცია OpenOffice.org-ში არ მუშაობს ისე როგორც აღწერილი იყო OpenOffice.org -ის დახმარებაში, მაშინ შეამოწმეთ რომ ეს კომბინაცია არ გამოიყენება ოპერაციულ სისტემაში. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საწიროა შეცვალოთ ღილაკები თქვენს ოპერაციულ სისტემაში. მეორეს მხრივ, შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ღილაკის ფუნქციის შეცვლა OpenOffice.org-ში. მეტი ინფორმაციისათვის ამ თემის შესახებ, მიმართეთ OpenOffice.org-ის დახმარებას ან თქვენი ოპერაციული სისტემის დახმარების დოკუმენტაციას.

ფაილების დაბლოკვა

სტანდარტულად, ფაილის დაბლოკვა ჩართულია OpenOffice.org-ში. მის გასაუვნებელსაყოფად საჭიროა დააყენოთ შესაფერისი გარემოს ცვლადები SAL_ENABLE_FILE_LOCKING=0 და დააექსპორტით SAL_ENABLE_FILE_LOCKING. ეს შენატანები უკვე გააქტიურებულ რეჟიმშია სკრიფტურ ფაილში.

გაფრთხილება: გააქტიურებული ფაილის დაბლოკვის ფუნქციას შეუძლია პრობლემები შეუქმნას Solaris 2.5.1 და 2.7 როდესაც ის გამოიყენება Linux Nშ 2.0-თან ერთად. თუ თქვენი სისტემის გარემოს აქვს ასეთი პარამეტრები, მაშინ ჩვენ გირჩევთ რომ თავი შეიკავოთ ფაილების დაბლოკვის ფუნქციისაგან. საწინააღმდეგო შემთხვევაში, OpenOffice.org გაიყინება როგორც კი ცდით ფაილის გახსნას NFS დირექტორიიდან Linux-ის კომპიუტერიდან.

რეგისტრაცია

გთხოვთ დაუთმოთ ცოტაოდენი დრო პროდუქტის რეგისტრაციას პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისას. თუმცა რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, ჩვენ გირჩევთ რომ გაიაროთ რეგისტრაცია, რათა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა შეიქმნას გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფა და მოხდეს მათი მომხმარებელთათვის პირდაპირი და უკეთესი მიწოდება. პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის შეთანხმების საფუძველზე, OpenOffice.org კავშირი იღებს ყველანაირ ზომას რათა დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ რეგისტრაცია ინსტალაციის დროს, თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია ნებისმიერ დროს შემდეგ მისამართზე

მომხმარებელთა გამოკითხვა

აგრეთვე გირჩევთ რომ შეავსოთ მომხმარებელთა გამოკითხვის გვერდი. მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგები დაეხმარება OpenOffice.org-ს რომ იმოძრაოს უფრო სწრაფად რათა დააწესოს ახალი სტანდარტები მომდევნო თაობის საოფისე მასალის შესაქმნელად. პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, OpenOffice.org იღებს ყველა ზომას რათა დაიცვას თქვენი პირადი მონაცემები.

გამოიყენეთ მხარდაჭერა

დახმარებისათვის OpenOffice.org 2.0-ის საოფისე განყოფილებასთან დაკავშირებით, შეიხედეთ არქივში რათა მოიძიოთ უკვე პასუხ გაცემული შეკითხვები შემდეგი დაგზავნის სიის საშუალებით users@openoffice.org ამ მისამართზეhttp://www.openoffice.org/mail_list.htmlაგრეთვე, შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ მისამართზე users@openoffice.org. არ დაგავიწყდეთ რომ გაწევრიანდეთ სიაში რათა მიიღოთ პასუხები ელფოსტის მეშვეობით.

აგრეთვე შეამოწმეთ კითხვა-პასუხის განყოფილებაhttp://user-faq.openoffice.org/.

ხარვეზებისა და მოვლენების ანგარიშგება

OpenOffice.org-ის ვებსაიტზე არის IssueZilla, ხარვეზების და სხვადასხვა საკითხების ანგარიშგების, დაფიქსირების და გადაჭრის მექანიზმი. ჩვენ ვურჩევთ ყველა მომხმარებელს რომ მონაწილეობა მიიღონ და გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია პრობლემური საკითხების შესახებ რომლებიც შეიძლება წარმოიქმნენ თქვენს პლატფორმაზე. ენერგიული ანგარიშგება საკითხების შესახებ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება რომელიც მომხმარებლებმა შეიძლება გაუწიონ მასალების მიმდინარე განვითარებას და გაუმჯობესებას.

გაწევრიანება

OpenOffice.org კავშირი ძალიან დიდ დახმარებას მიიღებს თუ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით ამ მნიშვნელოვანი ღია კოდის პროეკტის განვითარებაში.

როგორც მომხმარებელი, თქვენ უკვე ხართ ფასეული ნაწილი ამ განვითარების პროცესის და გვსურს გაგამხნეოთ მეტად რათა უფრო აქტიური როლი ითამაშოთ როგორც ამ კავშირის გრძელ ვადიანმა ხელშემწყობმა. გთხოვთ შემოგვიერთდეთ და შეამოწმოთ ჩვენი მომხმარებელთათვის განკუთვნილი გვერდი შემდეგ მისამართზე:http://www.openoffice.org

ვიმედოვნებთ რომ თქვენ ისიამოვნებთ ახალი OpenOffice.org 3.1-ით და შემოგვიერთდებით ონლაინზე.

The OpenOffice.org Community

მომხმარებელი / შეცვლილი წყაროს კოდი

ნაწილი საავტორო უფლებების 1998, 1999 ჯეიმს კლარკი. ნაწილი საავტორო უფლებების 1996, 198 Netscape Communications Corporation.